წესები და პირობები

„დიგერი“ წესები და პირობები

 

შესავალი: წინამდებარე ვებ-გვერდის https://diger.ge/ (შემდგომში ვებ-გვერდი) გამოყენება რეგულირდება ----------  (შემდეგში კომპანია) ს/კ: ------------, მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით. (შემდგომში წესები და პირობები).

გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, ან/და სარგებლობს კომპანიის სერვისებით.

წინამდებარე ვებ-გვერდზე შესვლით თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ ვებ-გვერდის გამოყენების წინამდებარე წესებსა და პირობებს. ასევე, ადასტურებთ რომ იცნობთ და ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიდეს აღნიშნულ წესებსა და პირობებში.

1.1. წესებისადაპირობებისცალმხრივიცვლილება: კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები, რომლებიც ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული დანაწესი და ხელშეკრულების კონკრეტული პირობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან გამოქვეყნებულ ცვლილებას.

1.2. სერვისებისგამოყენება: წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის სერვისი გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის: ანაზღაურებადი ონლაინ მომსახურეობის გაწევა. აღნიშნული სერვისების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს: ა) ანაზღაურებადი ონლაინ მომსახურების ფარგლებში დამკვეთისთვის, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; ბ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ პოსტის, ვებ-გვერდის, ანიმაციის განთავსებას კომპანიის ვებ- გვერდზე მომხმარებლისათვის. (შემდგომში ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები)

  1. საავტოროუფლებებისდაცვა:წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის და არა მხოლოდ, 1.2 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალზე  ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა “გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.

წინამდებარე მუხლში  მოცემული დანაწესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.

  1. პერსონალურიმონაცემები:კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ, წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პერსონალურ ინფორმაციის  შენახვას (მომხმარებლის სახელი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი და საბანკო ანგარიშის ნომერი IBAN ) და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ  მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების  გაწევა, დაბადების დღის მილოცვა, გამომუშავებული ბონუსების გაცემა და შეძენილი ფიზიკური პროდუქტ(ებ)ის მისამართზე მიწოდება. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს პირადი ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.
  2. პასუხისმგებლობისშეზღუდვა:კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.
  3. მარეგულირებელისამართალი:წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
  4. ანგარიშსწორება: მომსახურების მისაღებად ანგარიშსწორების განხორცილება შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

6.1 ონლაინ გადახდა საბანკო ბარათის მეშვეობით, (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის) პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.

6.2 მომსახურების ან/და პროდუქტის ღირებულების გადახდა საბანკო გადარიცხვის გზით ინვოისის საფუძველზე, რომელიც გაეგზავნება მომხმარებელს მომსახურეობის ან/და პროდუქტის შეძენის თანავე (როგორც კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის).

6.3 მომსახურების ან/და პროდუქტის ღირებულების გადახდა ასევე შესაძლებელია სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან. 

 

პროექტი „დიგერი“ - ვებ-გვერდის (https://diger.ge/) მუშაობის წესები და პირობები

1. სახელწოდების განმარტება:
„DIGER.GE“ (თარგმნილია როგორც „ციფრული შემოსავლის გენერატორი საქართველოში“) წარმოადგენს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ონლაინ დასაქმების, დისტანციური სამუშაოების შესრულებისა და დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობების შეთავაზებას. ამასთანავე, პროექტი ემსახურება როგორც კომპანიის, ისე ვენდორების მიერ დამატებული მომსახურებების/პროდუქტების სწრაფ რეალიზაციას და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტი ხორციელდება გაყიდვების გაუმჯობესების და მომხმარებლისათვის უფრო ძლიერი და ეფექტიანი სერვისის მიწოდების მიზნით. პროექტში დარეგისტრირებული პირები მოხსენებული არიან როგორც „დიგერელები“.

2. პროექტის მფლობელი:
პროექტი შექმნილია ------------ის მიერ და ეკუთვნის კომპანიას. აღნიშნული პროექტის შესახებ ყველა საავტორო უფლება დაცულია, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი დაჯარიმდება შესაბამისი სანქციით.

3. პროექტის მუშაობის პრინციპი:
„დიგერი“ წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც ეხმარება მომხმარებელს (შემდგომში „დიგერელს“) ონლაინ და დისტანციური სამუშაოს შესრულებაში და დამატებითი შემოსავლის მიღებაში. პლატფორმა აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას შეიძინოს მომსახურება/პროდუქტი და შემდგომში აღნიშნული პროდუქტის გაყიდვით მიიღოს შემოსავალი ბონუსების სახით.

4. დიგერის შესაძლებლობები:
4.1. რეგისტრაცია:
პლატფორმაზე რეგისტრაცია შესაძლებელია მარტივად, მომხმარებლის სახელის (შემდგომში დიგერელის სახელის), ელ. ფოსტის მისამართისა და პაროლის მითითებით, შემდეგ კი რეგისტრაციის დადასტურებით (ელ. ფოსტის ვერიფიკაციით). რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება პროექტის წესებს, პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

4.2. პროფილი:
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელს ენიჭება პირადი პროფილი, რისი შევსებაც აუცილებელია და ხდება შემდეგი მონაცემების მითიტებით: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და საბანკო ანგარიშის IBAN ნომერი. აღნიშნული მონაცემები გამოყენებული იქნება შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბონუსების გადარიცხვის პროცესში.

4.3. მუშაობის დაწყება:
პროექტში სამუშაოს დაწყება შესაძლებელია გარკვეული პროდუქტის/მომსახურეობის არჩევით. მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა დაიწყოს დემო ვერსიით სტაჟიორის სტატუსით ან შეიძინოს სამუშაო ლიცენზია და დაიწყოს რეალური სამუშაო.

4.4. დიგერის საჩუქარი სტარტაპერებს:
რეგისტრაციის შემდგომ დიგერელს უაქტიურდება 1000 ლარიანი დემო ბალანსი, რაც საშუალებას აძლევს მას გაეცნოს პროექტის მუშაობის პირობებს და პროგრამის მუშაობის პროცესს სრულიად უფასოდ.

4.5. რეფერალური ბმული:
პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის/მომსახურეობის შეძენისას მომხმარებელს უგენერირდება უნიკალური რეფერალური ბმული, რაც შესაძლებლობას აძლევს გამყიდველს (კომპანიას და ვენდორს) ჩაერთოს სხვა დიგერელების გაყიდვების სამუშაო პროცესში. 

4.6. ბონუსის დარიცხვა:
პროდუქტის ჯგუფის დახურვის შემთხვევაში, დიგერელს ესახება ბონუსი მისი პროფილის გვერდზე, რომლის გატანაც შესაძლებელია მოთხოვნის საფუძველზე.

4.7. ჯგუფის დახურვა:
მიმდინარე პროდუქტების ჯგუფი სრულდება ოთხი პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში. ჯგუფის დახურვა იწვევს დიგერელის ბონუსის დარიცხვას.

4.8. სამუშაო პროცესი:
დიგერელის სამუშაო პროცესი მოიცავს რეფერალური ბმულის გაზიარებას, პროდუქტის შეთავაზებას და გაყიდვას სოციალური მედიის პლათფორმების საშუალებით.

4.9. დემო ვერსია:
„დიგერი“ ასევე გთავაზობთ დემო ვერსიას, რომელიც რეალური ფულადი სახსრების გამოყენების გარეშე, მხოლოდ ვიზუალიზაციის მიზნით მუშაობს და საშუალებას აძლევს მომხმარებელს სრულად გაეცნოს პროექტის პირობებს.

4.10. ბონუსების გატანა:
დიგერელის მიერ გამომუშავებული ბონუსები ისახება მის პროფილზე და შესაძლოა გაიტანოს მოთხოვნის საფუძველზე. მინიმალური გასატანი თანხა შეადგენს 20 ლარს.

4.11. მონაცემთა დაცვის პოლიტიკა:
პროექტის შიდა მონაცემთა დაცვის პოლიტიკა უზრუნველყოფს დიგერელის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას, რათა დაიცვას მომხმარებლის უსაფრთხოება და პირადი მონაცემები.

4.12. ვენდორები და პარტნიორები:
პროექტი „დიგერი“ ასევე გულისხმობს ვენდორებთან თანამშრომლობას, რომლებმაც შეიძლება დაამატონ საკუთარი მომსახურება/პროდუქტები პლატფორმაზე გაყიდვების და რეკლამირების მიზნით.

4.13. კანონმდებლობა:
პროექტის პირობები სრულად შეესაბამება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. მომხმარებელი, პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში, ადასტურებს, რომ ეთანხმება და აღიარებს მოცემულ პირობებს.

4.14. შეზღუდვები:
მომხმარებელი პასუხისმგებელია, რომ მის მიერ შევსებული პირადი მონაცემები იყოს ზუსტი და აქტუალური. პროექტი არ იღებს პასუხისმგებლობას მონაცემთა შეუსრულებლობაზე.